საბიბლიოთეკო ონლაინსემინარი დოქტორანტებისათვის

საბიბლიოთეკო ონლაინსემინარი დოქტორანტებისათვის


23 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საბიბლიოთეკო ონლაინსემინარი დოქტორანტებისათვის.

 

შეხვედრაზე მიმოიხილეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული მონაცემთა სამეცნიერო ბაზების: საკანონმდებლო მაცნეს, ებსკოს, ჰეინონლაინის - რესურსები და მნიშვნელობა ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.

 

აღინიშნა, რომ მეცნიერებების საჭიროებებზე მორგებული ეს ბაზები მრავალფეროვან მულტიდისციპლინურ მასალებს შეიცავს და გამოცემების სრულ ტექსტებსა და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომის საშუალებასაც აძლევს მკვლევრებს, ამიტომ მთელს მსოფლიოში აკადემიური ინსტიტუტები სამეცნიერო ინფორმაციის მოსაპოვებლად მონაცემთა ამ ბაზებს იყენებენ.

 

სემინარზე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა გულიკო ყეინიშვილი და მოწვეულმა სტუმრებმა: ებსკოს (EBSCO) დირექტორმა ნანა ხუსკივაძემ და პროექტების მენეჯერმა მაია მეტრეველმა ახალგაზრდა მეცნიერებს გააცნეს მონაცემთა სამეცნიერო ბაზებით სარგებლობის წესები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.

 

შეხვედრას ესწრებოდა სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი მაია გოგიაშვილი.