2026 წლის 22 მაისს პროფესორმა შალვა ალავერდაშვილმა ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩაატარა გასვლითი ლექცია სასტუმროს მენეჯმენტში.
სტუდენტები ეწვივნენ სასტუმროს „სოლე პალასი“ და გაეცნენ:
- საერთაშორისო სტანდარტებსა და ტენდენციებს: როგორ პასუხობს თანამედროვე სასტუმრო ინდუსტრია გლობალურ გამოწვევებსა და მომხმარებლის მოთხოვნებს;
- სასტუმროს სტრუქტურასა და მართვას: ოთახების კატეგორიებს, განთავსების სპეციფიკასა და სხვადასხვა დეპარტამენტის კოორდინირებულ მუშაობას;
- საოპერაციო პროცესებს: რეალურ სამუშაო გარემოში მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს.
ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფორმაცია სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. გასვლითი პრაქტიკული აქტივობები სტუდენტებს დაეხმარება, უკეთ აღიქვან სფეროს სპეციფიკა და განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა