2026 წლის 26 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსტეტის პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა გასვლითი ლექცია ექსკურსიათმცოდნეობაში. ლექციის მიზანი იყო ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობების გაცნობა და ექსკურსიის პროცესში ჩვენების თავისებურებების წარმოჩენა.
გრუნის პროფესორმა სტუდენტებთან ერთად განიხილა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის, მეტეხის, სიონის, სურბ გევორქის, სინაგოგის, მეჩეთის, ზემო და ქვემო ბეთლემის საკულტო ნაგებობების, თბილისური აივნიანი სახლების, აბანოების, ბოტანიკური ბაღის, ნარიყალას რეკონსტრუქციისა და სხვა ღირსშესანიშნაობების ჩვენების დეტალები.
გასვლითი ტური გრძელდებოდა 4 საათს, ქვეითად სასიარულო მარშრუტმა შეადგინა 5,5 კილომეტრი. სტუდენტებმა შეიძინეს ექსკურსიის წარმართვის პრაქტიკული უნარები.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა