იტვირთება...
გასვლითი ლექცია ძველ თბილისში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი ლექცია ძველ თბილისში


2026 წლის 26 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა - გივი ყუფარაძემ, ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩაატარა გასვლითი ლექცია ველნეს ტურიზმში. სტუდენტებმა მოინახულეს მეტეხის პლატო, აბანოთუბანი, გოგირდის აბანოები და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი.

 

ამასთან ერთად, სტუდენტები გაეცნენ დედაქალაქის დაარსების ისტორიასა და თბილისისათვის გოგირდის აბანოების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობის ტურიზმის, სპა, მინერალური და თერმული წყლების ინდუსტრიის არსებულ მდგომარეობაზე.

 

ლექციის მონაწილეებმა მოინახულეს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, გაეცნენ მისი ისტორიის ამსახველ ძველ რუკებსა და თვალსაჩინოებებს, ასევე, კურორტის დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო განვითარების გეგმებს.

 

გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობები სტუდენტებს ეხმარება თეორიული ცოდნის გააზრებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში.