გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტები, გრუნის მხარდაჭერით, სასწავლო-შემეცნებითი ტურით ჟენევაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტთა ჯგუფი საერთაშორისო ორგანიზაციებს ეწვია. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში სტუდენტები გაეცნენ ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს, მიმდინარე პროცესებსა და საბჭოს მუშაობის სპეციფიკას; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში კი - ორგანიზაციის ჰუმანიტარულ მისიას, ძირითად ოპერაციულ და პრაქტიკულ საქმიანობას, რომლებიც კონფლიქტურ და კრიზისულ ზონებში გამოიყენება.
ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს ჟენევა, ისტორიული ღირსშესანიშნაობები და თანამედროვე ურბანული გარემო, გაეცნენ შვეიცარიულ ტრადიციებს, ყოველდღიურ ცხოვრებას, კულტურულ თავისებურებებსა და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სამშობლოში.
სასწავლო - შემეცნებითი ტურის ორგანიზატორი იყო სამართლის სკოლის დოქტორანტი, სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე - ქეთევან გაბრიჭიძე.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა