იტვირთება...
გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორი UN PRME-ის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორი UN PRME-ის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორი, თამარ ბიწაძე, გაეროს პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების პრინციპების (UN PRME) ფარგლებში მოქმედი Sustainability Mindset - LEAP Working Group-ის წევრი გახდა.

 

LEAP-ი წარმოადგენს საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებას, რომლის მიზანია მდგრადი განვითარების აზროვნების ხელშეწყობა განათლებისა და კვლევის მიმართულებით. LEAP-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ერთობლივი კვლევების განვითარება, ინოვაციური სასწავლო მასალებისა და მეთოდოლოგიების შემუშავება, აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელება.

 

თამარ ბიწაძე, გრუნის სახელითა და სამუშაო ჯგუფის წევრის სტატუსით, მონაწილეობას მიიღებს ჯგუფის ფარგლებში დაგეგმილ მნიშვნელოვან აქტივობებსა და ინიციატივებში, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და გავრცელებას.

 

LEAP-ში მონაწილეობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების, პარტნიორული კავშირების გაფართოებისა და ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო ინიციატივების განსახორციელებლად. ამასთანავე, უმაღლეს განათლებაში, კვლევასა და პრაქტიკაში მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირებასა და უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერებაში.