იტვირთება...
კონკურსი კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე მობილობის განსახორციელებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე მობილობის განსახორციელებლად

საფრანგეთის კლერმონ ოვერნის სახელმწიფო და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტები აცხადებენ კონკურსს 2026-2027 სასწავლო წელს საერთაშორისო აუდიტისა და კორპორაციული ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე მობილობის განსახორციელებლად.

 

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები ჩაირიცხებიან საფრანგეთის სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოიპოვებენ კლერმონ ოვერნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს.

 

მოთხოვნები: ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე / მაღალი აკადემიური მოსწრება. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 28 ნოემბერი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge