გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს ორგანიზაცია „გიდასთან“, რომლის მხარდაჭერით, 2025 წლის 20-30 აგვისტოს ფსიქოლოგიის მეორე კურსის სტუდენტი - ლუკა მეგრელაძე და პროექტის - „ბავშვები ბავშვებისათვის“, გამარჯვებული - ციცი ფალელაშვილი, ესტონეთის საერთაშორისო სემინარებში მონაწილეობდნენ.
პროექტი „Social Mental“ მოიცავდა სემინარებს სოციალური ცხოვრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობების შესახებ. 6 სხვადასხვა ქვეყნის მონაწილე განიხილავდა სოციალური ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობის, სოციალურ ცხოვრებაზე ტექნოლოგიების ზემოქმედებისა და შეზღუდვების საკითხებს. პროექტის მონაწილეები ჩართული იყვნენ როგორც თეორიულ სესიებში, ისე ფიზიკურ და გამაჯანსაღებელ აქტივობებში. პროექტს მასპინძლობდა ორგანიზაცია Maidla Noored.
სემინარები დაეხმარა ახალგაზრდებს, გაეღრმავებინათ ცოდნა სოციალური მენტალობისა და მულტიკულტურული ცნობიერების შესახებ.
ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI