იტვირთება...
გრუნის სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს სწავლა პოლონეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს სწავლა პოლონეთში

საქართველოში დაბრუნდნენ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის - Erasmus+, მონაწილე სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სწავლა იან კოხანოვსკის უნივერსიტეტში (პოლონეთი).

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ: ხატია ნეკაშვილი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტი, ანი გაჯიშვილი და მარიამ შოშიაშვილი — ბიზნესის სკოლის სტუდენტები.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს მარიამ შოშიაშვილს, ანი გაჯიშვილსა და ხატია ნეკაშვილს Erasmus+-ის პროგრამის წარმატებით დასრულებასა და აკადემიურ მიღწევებს საერთაშორისო საგანმანათლებლო ასპარეზზე.