გრუნის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა სპორტულ ჟურნალისტ საბა საპანაძესთან, რომელმაც სტუდენტებს გაუზიარა ამ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.
სტუმარმა სტუდენტებთან დეტალურად განიხილა სპორტული ჟურნალისტიკის სპეციფიკა და ის სირთულეები, რომლებსაც ხშირად აწყდებიან პროფესიული საქმიანობის შესრულებისას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მენეჯმენტის სტრატეგიასა და იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია ციფრულ გარემოში წარმატების მისაღწევად.
შეხვედრაზე სპორტულმა ჟურნალისტმა არაერთი საინტერესო ფაქტი და შემთხვევა გაიხსენა საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებიდან, რამაც სტუდენტებს უკეთ დაანახა მომავალი პროფესია.
შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო როგორც ცოდნის გაღრმავების, ისე პროფესიული ინტერესის თვალსაზრისით, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პრაქტიკოს ჟურნალისტებთან უშუალო ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა და საჭიროება.