იტვირთება...
პირველი ქართულად მოაზროვნე AI მედიაპლატფორმა ჟურნალისტიკაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პირველი ქართულად მოაზროვნე AI მედიაპლატფორმა ჟურნალისტიკაში


2025 წლის 29 მაისს გრუნის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებისთვის, მონაცემთა ჟურნალისტიკის სალექციო კურსის ფარგლებში, გაიმართა საჯარო ლექცია მედიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ.

 

ლექციას უძღვებოდა მედიისა და ციფრული ტექნოლოგიების მოწვეული ექსპერტი ნათია კუპრაშვილი, რომელმაც სტუდენტებს გააცნო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, გამოწვევები და როლი თანამედროვე ჟურნალისტიკაში.

 

შეხვედრაზე განიხილეს პირველი ქართულად მოაზროვნე AI მედიაპლატფორმა, რომელიც მსოფლიოს წამყვანი და სანდო მედიების მიერ მომზადებული ინფორმაციების საფუძველზე ქმნის და მომხმარებელს ქართულ ენაზე აწვდის სტრუქტურირებულ და გააზრებულ ახალ ამბებს.

 

პლატფორმა დამუშავებულია ნათია კუპრაშვილის ინიციატივით, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მხარდაჭერითა და ART Center-თან და Supernova-სთან თანამშრომლობით.

 

აღინიშნა, რომ სამომავლოდ AI მედიაპლატფორმა შეძლებს საქართველოს ახალი ამბების გამოქვეყნებასაც.

 

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია, სტუდენტები დაინტერესდნენ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ციფრული უსაფრთხოებითა და ჟურნალისტის პროფესიის მომავლით.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს ინოვაციური და ინტერდისციპლინური შეხვედრების მხარდაჭერას, რათა სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა უკეთ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებას ჟურნალისტიკაში.