2025 წლის 20 – 25 მარტს გრუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი გოჩა ოჩიგავა, სამუშაო/ სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა პრაღასა და მიუნხენში.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა:
- გრუნის სამეცნიერო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
- აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის, დოქტორანტების, სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება Media4u Magazine - ის 2025 - 2026 წლის ნომრებში;
- ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციისთვის "მედია და განათლება" - მზადება (ტარდება გრუნის ჩართულობით);
- გრუნის პროფესურის სამეცნიერo ნაშრომების პრაღაში (გრუნის სახელით) გამოქვეყნების შესაძლებლობის განხილვა;
- უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება;
- ახალი კონტაქტების მოძიება და სხვ.
ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის ცენტრის ორგანიზებითა და პრაღის, კარლის უნივერსიტეტის, მხარდაჭერით, გრუნის პროფესორმა პრაღის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია: „საქართველოს დაკარგული ევროპული წარსული“, რომელიც, სამეცნიერო სტატიის სახით, გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალის- Media4u Magazine - 2025 წლის ნომერში. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა დამატებითი ინფორმაციაც მიიღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის შესახებ.
პროფესორი გოჩა ოჩიგავა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტსაც ეწვია და გაეცნო სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან/ცენტრებთან მიუნხენის უნივერსიტეტის თანამშრომლობის სპეციფიკას. მას მასპინძლობდა ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი, თეოლოგი, ეკლესიის ისტორიკოსი, შოთა კინწურაშვილი, რომლის შუამდგომლობითაც ქრისტიანული სოციალური ეთიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი მარკუს ფოგტი (Prof. Dr. Markus Vogt) მზად არის ხელი შეუწყოს გრუნისა და მიუნხენის უნივერსიტეტების თანამშრომლობის დაწყებას. მხარეებმა განიხილეს გერმანელი პროფესორების გრუნიში კვლევითი მივლინების საკითხიც, რომელიც გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ახლებურ გააზრებას უკავშირდება.
გრუნი მომავალშიც გააგრძელებს ადმინისტრაციული/სამეცნიერო პერსონალის მხარდაჭერას, სამივლინებო თუ კვლევითი ვიზიტების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს გრუნის ცნობადობას საერთაშორისო სამეცნიერო/საგანმანათლებლო სივრცეში.