Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
ღია ცის ქვეშ - ღია კარის დღე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ღია ცის ქვეშ - ღია კარის დღე


2025 წლის 15 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა მოსწავლეებს ღია კარის დღე მოუწყო.

 

გრუნის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, შემეცნებითი და, ამავდროულად, სახალისო ფორმატი შესთავაზა მოსწავლეებს.

 

უნივერსიტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ, არაფორმალურ გარემოში, მოზარდებმა სტუდენტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც გრუნი სთავაზობს.

 

უშუალობა, მეგობრული გარემო, გასართობი კუთხეები, მუსიკა, გამასპინძლება - ამ არაორდინარული ღონისძიების შემადგენელი ნაწილი გახლდათ.

 

მოსწავლეების შეფასებით, ამ დღეს მიღებული შთაბეჭდილება დიდხანს დაამახსოვრდება თითოეულს.