ტრენინგი: პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა ექიმებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი: პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა ექიმებისთვის

პირველად საქართველოში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სამედიცინო სფეროს მუშაკებს სთავაზობს აკრედიტებულ ტრენინგს: „პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა ექიმებისთვის“.

 

ექიმისა და პაციენტის სწორი ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირებას, სწორ დიაგნოზსა და ეფექტური მკურნალობის დაგეგმვის, შესაბამისად, ტრენინგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:

 

  • სამედიცინო კომუნიკაციის თავისებურებებს;
  • ექიმსა და პაციენტს შორის არსებული ბარიერების მოხსნის მეთოდებს;
  • ეფექტურ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ტექნიკას;
  • კონფლიქტური სიტუაციისა და რთული პაციენტების მართვას;
  • პაციენტზე ორიენტირებული ვიზიტის სქემას;
  • პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართულობის და მოტივაციის გაზრდის მეთოდებს;

 

ტრენინგი განკუთვნილია ყველა სპეციალობის ექიმისთვის.

 

მსმენელებს მიენიჭებათ 6 უპგ ქულა.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (6 საათი)

 

ჩატარების თარიღი: 28 მარტი, 11:00 სთ.

29 მარტი, 11:00 სთ.

 

მისამართი: თბილისი, ბერბუკის №1, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სასწავლო - კვლევითი და კლინიკური ცენტრი გრუნივერსის შენობა.

ტრენერი: ჯანდაცვის მაგისტრი, ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი, სოფიო გოგელაშვილი.

ტრენინგის ღირებულება: 350 ლარი.

 

გრუნისა და გრუნივერსის თანამშრომლებისთვის მოქმედებს 50% -იანი ფასდაკლება.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით: 555 362 362