მოლაპარაკების ხელოვნება - მედიაცია მოსწავლეებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მოლაპარაკების ხელოვნება - მედიაცია მოსწავლეებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად ინტერაქტიულ ტრენინგში /კონკურსში: „მოლაპარაკების ხელოვნება-მედიაცია“, რომელიც გაიმართება 2025 წლის 1-2 მარტს.

 

ღონისძიება ჩატარდება სახალისო ფორმატში, სწავლა-კეთების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ინტერაქტიული ტრენინგის სახით, მონაწილეთა აქტიური ჩართულობით (პრეზენტაციები, ჯგუფური აქტივობები, როლური თამაშები).

 

ტრენინგი/კონკურსის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, გამარჯვებულებს კი პრიზები (I ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცემა 100%-იანი სასწავლო გრანტი).

 

მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე:

https://forms.gle/DdERk975qorL5odw7

 

ან გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, მობილური) ნომერზე 598976625