2024 წლის 17 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საგრანტო პროექტებში გამარჯვებული ნაშრომების პრეზენტაცია გაიმართა. სხვადასხვა სკოლის აკადემიურმა პერსონალმა წარმოადგინა ინფორმაცია განხორციელებული კვლევების, გამოცემული ნაშრომებისა და სხვა სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის თანაშრომლები, პროფესორები და სტუდენტები.
გამარჯვებული პროექტები:
- სამართლებრივი სისტემის ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს საბინაო რეფორმების პოლიტიკის კონტექსტში;
- პაციენტთა ადვოკატირებისა და სამედიცინო ცოდნის ამაღლების სტუდენტური ცენტრის შექმნა;
- პროფესიული ეთიკის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები;
- განახლებადი ენერგიების როლი საქართველოს მწვანე ბიზნესის განვითარებაში;
- მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება სკოლებში (თბილისის მერიასთან თანამშრომლობით);
- მედიის საინფორმაციო ნაკადებისა და პიარკამპანიების გავლენა ტურიზმის განვითარებაზე საქართველოში.