თბილისის საკრებულოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ.
მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რაც გულისხმობს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას.