ტეხას ა&მ უნივერსიტეტის გაზაფხულის სემესტრის კვლევითი სემინარები დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტეხას ა&მ უნივერსიტეტის გაზაფხულის სემესტრის კვლევითი სემინარები დასრულდა


2024 წლის 25 აპრილს დასრულდა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარების გაზაფხულის სემესტრის სერია “Paths to Publication” აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი, უკვე მესამედ მონაწილეობდა კვლევით სემინარებში.

 

ონლაინსწავლება „Paths to Publication” 2023 წლის 23 თებერვალს დაიწყო და მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ 5 სემინარს, რომელსაც მასპინძლობდა ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო.

 

სამივე კვლევით სემინარში გრუნის 60-მდე ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა.

 

მესამე, გაზაფხულის სემესტრის სემინარებში, პროექტის მონაწილეებმა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად განიხილეს სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები:

  • ხელოვნური ინტელექტის საფრთხეები და შესაძლებლობები განათლებაში;
  • დაფინანსების მოძიების შესაძლებლობები და რჩევები გრანტის წერისა და ძლიერი კვლევის პროგრამის შემუშავებავების საკითხი;
  • მეცნიერული ლიტერატურის ძიება;
  • გამოცდილება და რჩევები საკუთარი თავის პოზიციონირებაზე აკადემიური აღიარებისა და გამოქვეყნების წარმატების მისაღწევად;
  • გავლენიან კვლევებში ჩართულობა. 

 

კვლევითი სემინარების დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება ივლისში, რომელზეც მონაწილეებს ტეხას ა&მ უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცემათ.