ანტიპლაგიატის კვირეული გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ანტიპლაგიატის კვირეული გრძელდება


ანტიპლაგიატის კვირეულის ფარგლებში გრუნის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით რექტორის მოადგილემ და ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ.

 

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტისა და სპეციალური "გამომჭერი" პროგრამების როლი აკადემიურ, პირად და სამსახურებრივ სივრცეში. სტუდენტებს განემარტა, თუ რა დროს არის მიზანშეწონილი ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენება თუ მათი პროცესში ჩართულობის დაუშვებლობა; რომელია წამყვანი აპლიკაციები, ვებგვერდები და პროგრამები პლაგიატის გამოსავლენად, მათ შორის, ფასიანი და უფასო წვდომისათვის; როგორ უნდა განხორციელდეს სწორი ფორმით ციტირება და რა შემთხვევაში შეიძლება მსგავსება ჩაითვალოს ლიმიტზე გადაჭარბებად და როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში.

 

ღონისძიება ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში, მას ესწრებოდნენ თბილისის კამპუსისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები.