პრაქტიკული კურსი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პრაქტიკული კურსი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, სასწავლო კურსის - “საადვოკატო საქმიანობის საფუძვლები” - პრეკლინიკის ფარგლებში, რომელსაც გრუნის სამართლის სკოლის პროფესორი, ირაკლი ყანდაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვივნენ.

 

პრაქტიკული კურსს, რომელიც უკავშირდებოდა ადვოკატთა პროფესიულ ეთიკას, ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - კონსტანტინე გელაშვილი და ეთიკის კომისიის აპარატის უფროსის მოადგილე - თამარ ხუბულური.

 

განხილულმა საკითხებმა, სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ვიზიტს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე - ქეთევან გაბრიჭიძე.