Teen Academy - ევროკავშირის სემინარზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


Teen Academy - ევროკავშირის სემინარზე


2024 წლის 12-20 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროექტის, Teen Academy-ის, 2023 წლის გამარჯვებულები, ნინო ბოჭორიშვილი და ნატო რობაქიძე, ახალგაზრდული ასოციაციასთან „დრონი“ დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მხარდაჭერით, თურქეთში, ევროკავშირის საერთაშორისო სემინარებზე იმყოფებოდნენ.

 

ეს პრიზი მათ გრუნის პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის მიიღეს.

 

ერთკვირიანი საერთაშორისო პროექტი, მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას სისხლის დონაციის საკითხებზე. პროექტის განმავლობაში მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა აქტივობასა თუ პრეზენტაციაში.

 

მონაწილეებმა, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ესტუმრნენ თურქეთს, მოინახულეს წითელი ჯვრის ორგანიზაცია, მიიღეს მეტი ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. დაათვალიერეს მათი აღჭურვილობები და წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლების დახმარებით შექმნეს მოკლე ფილმები, რომლებიც ხელს უწყობს მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას სისხლის დაავადებებისა და დონაციის შესახებ. ამასთანავე, პროექტის განმავლობაში მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება წარედგინათ თავიანთი ორგანიზაციები და გაცნობოდნენ თურქულ ორგანიზაციას ”Ulumed”.

 

პროექტის მონაწილეები გაესაუბრნენ თალასემიითა და ანემიით დაავადებულ ადამიანებსაც, დაინტერესდნენ მათი ცხოვრების წესით, რაც დაეხმარებათ მათ უკეთ გაანალიზონ სისხლის დონორობის მნიშვნელობა.

 

სემინარი სახელწოდებით ”We need blood urgently” სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ და მასპინძლობდა ასოციაცია ”doğuştan kan hastalıkları koruma tedavi ve dayanışma derneği”-ს წარმომადგენელი თურქეთში, ენეს ბაჰადირი.