გრუნის სტუდენტი - სიანს პო ბორდოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტი - სიანს პო ბორდოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი თამაზ მარიამული აგრძელებს სწავლას საფრანგეთის ქალაქ ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში (Sciences Po Bordeaux) და სამაგალითოდ წარმოაჩენს მშობლიურ უნივერსიტეტს.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და Sciences Po Bordeaux -ს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ფინანსდება სტუდენტის საფრანგეთში სწავლის საფასური და სემესტრის ბოლოს გადაეცემა პოლიტიკური სკოლის სერტიფიკატი.

 

საფრანგეთის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა, რეიტინგის მიხედვით, პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლებს შორის მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მისი კურსდამთავრებულები დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერულ გზაზე.

 

ვუსურვებთ თამაზს კიდევ მრავალ წარმატებას!