2024 წლის 25 მარტს უნივერსიტეტში პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში გაიმართა მეორე შეხვედრა სტუდენტებთან.
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი მირიანაშვილმა ჩაატარა ვორქშოფი წყაროების დამოწმების წესის თაობაზე. შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტის ფარგლებში არსებული ადმინისტრაციული ზომები აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევებთან დაკავშირებით.
ღონისძიებაში ონლაინ ფორმატით მონაწილეობდნენ ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები.