2024 წლის 25 მარტს გრუნიში ანტიპლაგიატის კვირეული გაიხსნა.
კვირეულის მიზანია სტუდენტებში აკადემიური კეთილსინდისიერების თაობაზე ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექცია „აკადემიური კეთილსინდისიერება და ხელოვნური ინტელექტი“, მასტერკლასი წყაროების მითითების წესებთან და პლაგიატის დეტექტორის პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით. პლაგიატის შესახებ მხატვრული ფილმის ჩვენება - განხილვა. კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე ხელი მოეწერება აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ სტუდენტების მიერ მომზადებულ დეკლარაციას.
ღონისძიებაში ონლაინ ფორმატით მონაწილეობდნენ ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები.
კვირეულის ფარგლებში გამართული პირველი საჯარო ლექცია ჩაატარა სფეროს ექსპერტმა, პროფესორმა გიგა ხოსიტაშვილმა, რომელმაც ისაუბრა თანამედროვე ციფრულ სამყაროში აკადემიური კეთილსინდისიერების გამოწვევების თაობაზე.