მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა (შვეიცარია) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა კიდევ ერთ ახალ, კერძოდ, რიგით მესამე საერთაშორისო კვლევას - The Future of Growth Report 2024, სთავაზობს სამეცნიერო საზოგადოებას.
2024 წლის კვლევა- ზრდის ანგარიში, წარმოადგენს მრავალგანზომილებიან ჩარჩოს 107 ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხარისხის შესაფასებლად. იგი ახასიათებს ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას ოთხ განზომილებაში: ინოვაციურობა; ინკლუზიურობა; მდგრადობა და გამძლეობა. წარმოდგენილი მონაცემები და ანალიზი შეიძლება გამოყენებულ იქნას დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის მიერ გასაუმჯობესებელი სფეროების იდენტიფიცირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანას აქვს ზრდის უნიკალური გზა, რომელიც ჩამოყალიბებულია გარემოებათა ფართო სპექტრით, მოხსენება ხაზს უსვამს შვიდ განსხვავებულ „ზრდის არქეტიპს“, რომლის მიზანია გამოავლინოს ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნები მათი ზრდის მახასიათებლებით და მსგავსი შეზღუდვებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ნაშრომი იხილეთ აქ - https://www3.weforum.org/docs/WEF_Future_of_Growth_Report_2024.pdf

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI