პროფესიული განვითარების ტრენინგი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესიული განვითარების ტრენინგი


2024 წლის 1 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა დაიწყო ტრენინგების ციკლი მკვლევრის სამეცნიერო პროდუქტიულობისა და სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც 5 ივლისამდე გაგრძელდება.

 

1 მარტს გაიმართა პირველი ტრენინგი: საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზები და მათი გამოყენება, რომელსაც უძღვებოდა შპს “Innovative Systems Management“ -ის წარმომადგენელი ნანა ხუსკივაძე.

 

სამუშაო შეხვედრა განიხილავდა “EBSCO EP Package Elite“-ში შემავალ ელექტრონულ ბაზებზე მუშაობასა და წვდომას, საჭირო ინფორმაციის მოძიებას, გაზიარებას, ინტეგრირებას, სასწავლო კურსებში ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას და სხვა საკითხებს.

 

ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა ბათუმის წარმომადგენლობის პერსონალი ონლაინ ფორმატით, სულ 50-მდე აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

 

პროფესიული განვითარების სატრენინგო გრაფიკი (ნაკრები თემატიკა) იხილეთ.