- 2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც საჯარო და კერძო ორგანიზაციებს აკისრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ვალდებულებას.
- მონაცემთა დამუშავების პროცესში ჩართულმა სუბიექტებმა უნდა იცოდნენ რა ვალდებულებებს აკისრებს მათ კანონმდებლობა, რათა უზრუნველყონ პერსონალურ მონაცემთა კანონიერი დამუშავება და სანქციების თავიდან არიდება.
- საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის და ახალგაზრდა დოქტორთა კლუბის ორგანიზებით იწყება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო ტრენინგი.
- ტრენინგი გამიზნულია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ასევე, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის.
- ტრენინგის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ საბაზისო ცოდნის შექმნა, რის შედეგადაც მონაწილეები შეძლებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციის შესრულებას.
- დასრულების შემდეგ მონაწილეს გადაეცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ექსპერტი:
ტრენინგს წარუძღვება სოფიო შამუგია - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტი
სოფიო შამუგია მონაწილეობდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის შემუშავების პროცესში და აღნიშნულ სფეროში გააჩნია საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება (მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში). სოფიოს ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.
ტრენინგის ჩატარების ადგილი და დრო:
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისი, ირინა ენუქიძის ქ. №3;
ტრენინგის ხანგრძლივობაა 8 საათი.
ანგარიშსწორების წესი და პირობები:
ტრენინგის ღირებულება: 400 ლარი (ღირებულებაში შედის ლანჩი და ყავის შესვენება)
გადახდა უნდა განხორციელდეს ტრენინგის დაწყებამდე შემდეგ ანგარიშზე: GE71TB7424236080100013
ინვოისის საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტის მისამართზე: youngphd@yahoo.com
გთხოვთ, გადახდის შემდეგ შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა