გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების მონაწილეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი სამოქალაქო სამართალში.
პროცესი ჩატარდა სასწავლო დისციპლინის - „იმიტირებული სასამართლო პროცესი (სამოქალაქო სამართალში)“, ფარგლებში, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი ხელმძღვანელობს.
განსახილველი თემა უკავშირდებოდა საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოშობილ ქონებრივ დავას. სტუდენტების მონაწილეობა სასწავლო-პრაქტიკულ პროცესში იყო მნიშვნელოვანი მათი პროფესიული უნარ-ჩვევებისგანვითარებისათვის.
იმიტირებული სასამართლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ პროფესორმა ზურაბ ძლიერიშვილმა შეაჯამა სტუდენტების სასამართლო პროცესი და თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარა ახალგაზრდებს.