„აკადემიური მაცნე“ - საერთაშორისო ორგანიზაცია CROSSREF - სა და საძიებო სისტემა BASE - ის ბაზებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„აკადემიური მაცნე“ - საერთაშორისო ორგანიზაცია CROSSREF - სა და საძიებო სისტემა BASE - ის ბაზებში

გრუნის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „აკადემიური მაცნე“ საერთაშორისო ორგანიზაცია CROSSREF-ში გაწევრიანდა. საერთაშორისო ასოციაცია CROSSREF-ი უზრუნველყოფს აკადემიურ პუბლიკაციათა მსოფლიო ხელმისაწვდომობას.

 

ასოციაცია CROSSREF დაარსდა 1999 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში (სათავო ოფისი მასაჩუსეტი) და აერთიანებს მსოფლიოს საუკეთესო აკადემიურ გამოცემებსა და ორგანიზაციებს (ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, გამომცემლობები…). CROSSREF-ის სერვისით სარგებლობს მეტრული მონაცემების საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები - Scopus და Web of Science. CROSSREF-ის ციტირების ბაზა მოიცავს 80 მლნ. სამეცნიერო პუბლიკაციას.

 

ჟურნალი უკვე ხელმიოსაწვდომია BASE - ის საძიებო სისტემაშიც.

 

BASE არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი საძიებო სისტემა, განსაკუთრებით აკადემიური ვებ რესურსებისთვის. BASE გთავაზობთ 340 მილიონზე მეტ დოკუმენტს 11000-ზე მეტი კონტენტის პროვაიდერისგან. ინდექსირებული დოკუმენტების დაახლოებით 60%-ის სრულ ტექსტებზე წვდომა შეგიძლიათ უფასოდ (ღია წვდომა). BASE-ს მართავს ბილეფელდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (Bielefeld University Library).

 

ჟურნალ „აკადემიურ მაცნეს“ მინიჭებული აქვს DOI-ს (Digital Object Identifier), ანუ ობიექტის საერთაშორისო ციფრული უნიკალური კოდი.

 

DOI – ს კოდი ექნება ასევე ამავე ჟურნალში გამოქვეყნებულ ყველა ნომერსა და სტატიას.