2023 წლის 28 დეკემბერს, გრუნის OSCE-ის კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ჩატარდა ონლაინტრენინგი „საქართველოში OSCE-ს განვითარების პერსპექტივები“.
ტრენინგი, ტრადიციულად, წინ უძღვოდა იანვრის ბოლოს დაგეგმილ OSCE-ს საგამოცდო სესიას და მიზნად ისახავდა მონაწილეთა ინფორმირებას, როგორც დარგის უახლესი ტენდენციების, ისე გამოცდის ჩატარების ტექნიკური საკითხების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის მოწვეული ლექტორი - შემფასებლები: მარიამ სილაგავა, მარინა ყუფარაძე, რუსუდან ყულიაშვილი, პეტრე ღვანიძე, მარიამ მორჩილაძე, თამილა სილაგაძე, ნინო ჭაღიაშვილი, ანი ჭანიშვილი.
შეხვედრას უძღვებოდა საგანგებოდ მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი - ია ავალიანი, რომელიც, ამავდროულად, არის ნოემბერში დასრულებული პროგრამა ERASMUS-ის პროექტის „SAFEMED+“-ის კოორდინატორი. აღნიშნული პროექტი საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში OSCE-ს ევროპული გამოცდილების დანერგვის საკითხებს განიხილავდა.
ია ავალიანის მიერ ჩატარებული ლექცია - ტრენინგი, ერთი მხრივ, ეხებოდა ევროპული სამედიცინო განათლების უახლეს ტენდენციებს, მეორე მხრივ კი, განვითარების ევროპული დონის მიღწევის პერსპექტივებს საქართველოში.
შეხვედრაზე დაისვა კითხვები, რომლებიც შეეხებოდა შემთხვევათა (ქეისების) ბანკის ფორმირებასა და იმიტირებული პაციენტების წრის გაფართოებას.
ტრეინინგის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.