გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში გამოიცა საჯარო მმართველობის დოქტორის, გრუნის ასოცირებული პროფესორის - ნიკა ასვანუას, სამეცნიერო ნაშრომი: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმები“.
წიგნი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე. მისი მიზანია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმებით დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს მიღებული თეორიული ცოდნის შეფასებასა და განმტკიცებაში.
ამასთან, სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს, პრაქტიკის შესწავლა - განზოგადების საფუძველზე, კონკრეტული შემთხვევების/ სამართლებრივი საკითხების სწორად გააზრებაში.
2023 წლის 16 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია. მასში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI