5 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2023 წლის გაზაფხულის სემესტრის საგრანტო პროექტების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა, რომელმაც შეაჯამა უნივერსიტეტის მიერ გაცემული საგრანტო (5000 ლარი) დაფინანსების ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები და პროექტის აქტივობები. სულ წარმოდგენილი იყო 6 პროექტი:
- საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული პროდუქტების გამოყენების კვლევა (ხელმძღვანელი მაია მელაძე);
- ციფრული რეფერენდუმი: საჯარო მმართველობის ეფექტური მოდელირება (ხელმძღვანელი ხათუნა მურადიშვილი);
- პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის შეფასება ცალკეული რეგიონების მიხედვით (ხელმძღვანელი ნინო წილოსანი);
- პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების ტენდენციები და მისი ზეგავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე (ხელმძღვანელი გიორგი ცუცქირიძე);
- ვიქტიმოლოგიის მნიშვნელობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის (ხელმძღვანელი ხატია თანდილაშვილი);
- სოციალური შფოთვის ხარისხის ფიქსირებული განწყობისა და მალადაფტური კოგნიტური სქემების ურთიერთმიმართება (ხელმძღვანელი ნათია ბადრიშვილი).
აღსანიშნავია, რომ ყველა პროექტი გულისხმობდა პროფესორებისა და სტუდენტების თანამშრომლობას, მათ შორის, თბილისის კამპუსისა და ბათუმის წარმომადგენლობის კოოპერაციით. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიცა 2 სამეცნიერო სტატია.