21 ნოემბერს გრუნის ბათუმის წარმომადგენლობას ეწვია თიმ ბუნიევაცი, სამართლის დოქტორი, ექსპერტი, სასამართლოს ადმინისტრაციის ჯილდოს მფლობელი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მრჩეველი.
დოქტორ ბუნიევაცს ავსტრალიაში აქვს პრაქტიკოსი იურისტის, იუსტიციის მინისტრის მრჩევლისა და სასამართლო სისტემის კონსულტანტის 20- წლიანი გამოცდილება. მან დააარსა ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სასამართლოები ავსტრალიაში, არის სასამართლო ადმინისტრირების საერთაშორისო ჟურნალის რედაქტორი; იყო სასამართლო ადმინისტრაციის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი.
სამართლისა და საჯარო მმართველობის პროგრამის სტუდენტებს ექსპერტი ესაუბრა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების კონცეფციაზე, მათ შორის, შესაბამის თეორიულ მიდგომებსა და სასამართლოების საქმიანობაში სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდის სტრატეგიებზე. სტუმრის პრეზენტაცია მოიცავდა ტრადიციულ და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ სასამართლოებს შორის განსხვავებების შესწავლას; სასამართლოებში ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის ხუთი ქვაკუთხედის აღწერას; სასამართლოსა და საზოგადოებას შორის სასამართლოს გარეთ ურთიერთობის გაფართოების შესაძლო სფეროებს; სასამართლოს საზოგადოებრივი გამოკითხვის მაგალითებს; სასამართლო-სათემო მრჩეველთა საბჭოების როლსა და ფუნქციებს; სასამართლოს საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის მხარდასაჭერად გარე დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესაძლებლობებს.
თიმ ბუნიევაცის სტუდენტებთან შეხვედრა უზრუნველყო წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში გულო თურმანიძემ.
სტუდენტები მეტად კმაკოფილი დარჩნენ სამართლის დოქტორთან შეხვედრითა და მასთან დიალოგით.