საჯარო ლექცია ბათუმის წარმომადგენლობაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია ბათუმის წარმომადგენლობაში


2023 წლის 24 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობას სტუმრობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარინე პაპუნიძე, რომელმაც სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

 

სტუმარმა სტუდენტებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა და ისაუბრა: მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე: იმიგრაცია და საზღვრის მართვა, ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია, მიგრანტების დაცვა და დახმარება, მიგრანტთა ჯანმრთელობის დაცვა, შრომითი მიგრაცია და ადამიანური რესურსის განვითარება; აღინიშნა, რომ IOM მხარს უჭერს მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებასა და კვლევას და უზრუნველყოფს მიგრაციასთან დაკავშირებულ ყველა სტრუქტურის შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის, შრომითი მიგრაციის, თავშესაფრის მოთხოვნისა და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებით.

 

აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებს ჰქონოდათ სწორი ინფორმაცია ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების შესახებ, რათა შეძლონ თავიდან აირიდონ უკანონო მიგრაცია, შრომითი ექსპლუატაციის რისკები, იცოდნენ პროცედურულად რას მოიცავს შენგენის ზონაში გამგზავრება და რა შემთხვევაში არის შესაძლებელი თავშესაფრის მოთხოვნა.

 

IOM-ოს წარმომადგენლის ვიზიტი უზრუნველყო ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში - გულო თურმანიძემ.