2023 წლის 27 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო, კერძო და აკადემიური სფეროების წარმომადგენლებისათვის ჩატარდა გრუნის პროფესორის, დოქტორ ღასან ხალილის საერთაშორისო ლიდერობის სასწავლო კურსი.
მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში გაეცნენ ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის პრინციპებსა და პრაქტიკას, შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ადაპტაციური და სიტუაციური ლიდერობა, ემოციური ინტელექტი, რეფლექსიის როლი ლიდერის განვითარებაში, ცვლილებების მართვა, გუნდის წარმატებით გაძღოლა ორგანიზაციაში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც თითოეულ მონაწილეს გამოადგება სხვადასხვა ლიდერულ პოზიციაზე მუშაობისას. კურსი მოიცავდა 20 ძირითად თემას ლიდერული უნარებისა და კომპეტენციების შესახებ, ასევე, მნიშვნელოვან სიახლეებს სხვადასხვა გამოცდილებისა და განათლების მქონე პირებისათვის.
სასწავლო კურსში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საერთაშორისო ლიდერობის კურსი 1-ელ დეკემბერს, ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის შესახებ საჯარო ლექციითა და პანელური დისკუსიით დასრულდა, რის შემდეგაც მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.