გრუნის აკადემიური თანამშრომლები COST-ის ექსპერტებად დაინიშნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის აკადემიური თანამშრომლები COST-ის ექსპერტებად დაინიშნენ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის (GRUNI SDGs) აკადემიური დირექტორი გიგა თვაური, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის (COST) მიერ დასაფინანსებელ კვლევებს შეაფასებს, როგორც ექსპერტი. გიგა თვაური COST-ის მდგრადი ჰიდროენერგეტიკის პროგრამის მმართველი კომიტეტის წევრია, რომელიც პროგრამის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობს ჰიდროენერგეტიკის განვითარებისა და გაციფრულების პროგრამაში.

 

COST-ის გარე ექსპერტი, აგრეთვე, გახდა გრუნის ბიზნესის და მართვის სკოლის დოქტორანტი, ასისტენტი და ლექტორი - ნინო საჩალელი.

 

ნინო 2020 წლიდან არის აღნიშნული ორგანიზაციის აფილირებული ექსპერტი და წევრი. იგი ჩართული იყო რამდენიმე კვლევითი პროექტის მომზადების პროცესში, როგორც მეორე მრჩეველი, ამ ეტაპზე კი უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას კვლევითი პროექტის შეფასებაში.

 

COST-ის მიერ გრუნის ორივე თანამშრომლის ექსპერტად შერჩევა განხორციელდა მათი აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობიდან შესაბამისად.

 

COST ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი უძველესი ასოციაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით აფინანსებს და ხელს უწყობს მეცნიერებსა და მკვლევრებს, თავიანთ საქმიანობაში.

 

ვულოცავთ გიგა თვაურს და ნინო საჩალელს ამ წარმატებას.