30 აგვისტოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან და კომპანია „Libra Alliance“-თან ერთად გამართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხები“.
კონფერენცია ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, ჰიბრიდული ფორმატით.
ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები ავსტრიის, გერმანიისა და ინდოეთის უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციის თემატიკა:
- მდგრადი განვითარება;
- ეკონომიკა;
- ბიზნესი;
- ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;
- მარკეტინგი;
- ტურიზმი, მასპინძლობა და დასვენება;
- მეწარმეობა/სოციალური მეწარმეობა;
- მწვანე მარკეტინგი/მდგრადი მარკეტინგი;
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;
- რისკების მართვა;
- ბიზნესეთიკა;
- განახლებადი ენერგია და ეკონომიკა;
- მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი;
- განვითარების ეკონომიკა;
- სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
- გარემოსდაცვითი ეკონომიკა;
- სოფლის განვითარების ეკონომიკა;
მომხსენებლებმა განიხილეს: მდგრადი ეკონომიკური ზრდის მოდელი, ფინანსური სისტემის მდგრადობა, მდგრადი სამშენებლო პრაქტიკა, მდგრადი ფერმერული მეურნეობა, სტრატეგიული მენეჯმენტი, მდგრადი განვითარების სწავლება სკოლებში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
კონფერენციის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა. კონფერენციის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი აბსტრაქტების კრებული გამოიცა ელექტრონული ფორმით.
მსოფლიოსა და საქართველოში მდგრადი განვითარების წინაშე არსებული უამრავი გამოწვევისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ მდგრადი განვითარების კვლევების პრიორიტეტად გამოცხადების გათვალისწინებით, აღნიშნული კონფერენცია გახდება მუდმივმოქმედი და გაიმართება ყოველწლიურად.