18 აგვისტოს, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილემ ილონა ბიტაროვამ, ონლაინ ფორმატით, მონაწილეობა მიიღო ვებინარში Study Medicine & Dentistry Abroad, რომელიც გაიმართა ლონდონში.
ყურადღება გამახვილდა სამედიცინო განათლების ხარისხზე, სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტების სწავლის საფასურსა და ამ უნივერსიტეტების უპირატესობებზე. ვებინარში, პირდაპირი ჩართვით, მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების სტუდენტებიც. მათ გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები სწავლის ხარისხსა და უნივერსიტეტებში სწავლის პირობებთან და დაკავშირებით.
განხილულ იქნა საკითხი უნივერსიტეტებში დამატებით ენის კურსების არსებობის შესახებ.