უნივერსიტეტში მოქმედებს 9 სამეცნიერო-კვლევითი ერთეული: სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ადამიანის უფლებების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი, იუვენოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი, მიწის სამართლის კვლევითი ცენტრი, ამერიკისა და ბრიტანეთის შესწავლის ინსტიტუტი, ბიზნესის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. 20 ივლისს ამ ერთეულის ხელმძღვანელებმა თავისი დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და დამსწრე საზოგადოებამ მრავალი ღონისძიების, პუბლიკაციის, საგრანტო პროექტისა თუ სხვა საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია, გაეცნენ სამომავლო გეგმებსაც.