14 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ წიგნის ფესტივალში, რომელიც პირველი ქართული სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნის-მარიო მაჯიოს “ქართული ენის გრამატიკის“, გამოცემის 380-ე და თბილისში ვახტანგ მეექვსიის მიერ სტამბის დაარსების 315-ე წლისთავს მიეძღვნა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაც მონაწილეობდა.
ფესტივალზე გრუნიმ უნივერსიტეტისა და აკადემიური პერსონალის ავტორობით ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული 22 სამეცნიერო წიგნი და ჟურნალი წარადგინა, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი გამოცემები, როგორებიცაა საუნივერსიტეტო ჟურნალები: აკადემიური მაცნე, კრიმინოლოგი, ევროკავშირის სამართლის დამხმარე სახელმძღვანელო; ერთობლივი სამეცნიერო გამოცემები: სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი, საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი და სხვ; ასევე, სამეცნიერო კრებულები: ბავშვის უფლებების ისტორიული ევოლუცია (ღ. ხალილი), ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარები (პ. ტურავა, ს. კილაძე), ჯგუფური დანაშაულობა საქართველოში (მ. ბაძაღუა); სანივთო სამართალი (დ. ძამუკაშვილი); ევროპის კავშირის სამართალი (გ. მირიანაშვილი); კონფლიქტები საქართველოში 2012 – 2016 (პ. ზაქარეიშვილი) და სხვ.
უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა გამოცემებმა ფესტივალის სტუმრების დიდი დაინტერესება გამოიწვია, სამეცნიერო ლიტერატურის უკეთ გასაცნობად ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გულიკო ყეინაშვილმა ფესტივალის მონაწილეები გრუნის საბიბლიოთეკო დარბაზში მიიწვია.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI