ტრენინგი - OSCE ორგანიზაცია და მართვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი - OSCE ორგანიზაცია და მართვა


5 ივლისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში ჩატარდა ტრენინგი OSCE-ს საკითხებზე აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის.

 

სწავლებას გრუნის პედაგოგებთან ერთად საგამოცდო პროცესში მონაწილეობისთვის საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტებიც ესწრებოდნენ. მეცადინეობები ჩაატარეს გრუნის OSCE-ს კომიტეტის წევრებმა: ნინო გორდელაძემ, ნინო წილოსანმა და ზაზა ბერიშვილმა.

 

სამუშაო პროცესი ტრადიციულად დამსწრეთა მაღალი აქტივობით მიმდინარეობდა. განხილულ იქნა OSCE-ს მიმდინარეობასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები და გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული და ლოჯისტიკური საკითხები.

 

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.