22 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახტან ჭარაიამ და ფინტექასოციაციის თავმჯდომარემ - დავით კიკვიძემ, ხელი მოაწერეს მემორანდუმს ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.
თანამშრომლობის მიზანია სტუდენტებს გამოუმუშაოს ბიზნესის მართვის თანამედროვე თეორიულ-პრაქტიკული უნარ-ჩვევები, როგორც კორპორაციულ, ისე სპეციალიზებულ საფინანსო-საკრედიტო სფეროში ინოვაციურ ფინანსურ ტექნოლოგიებთან ადაპტირების შედეგად.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებას, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.