რექტორთა კონფერენცია ქუთაისში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


რექტორთა კონფერენცია ქუთაისში


2023 წლის 15 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ავტორიზირებული საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა კონფერენცია, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი.

 

კონფერენციაზე განიხილეს უნივერსიტეტებში არსებული გამოწვევები, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების, ავტორიზაციისათვის უნივერსიტეტების მზადების, დისტანციური განათლების რეგულირებისა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის საკითხები, იმსჯელეს მათი გადაჭრის შესახებაც.

 

საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული გამოწვევების დასაძლევად რექტორებმა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები: ნოდარ პაპუკაშვილი და თამარ მახარაშვილი, სამინისტოს ხელმძღვანელი პირები: ნინო წერეთელი და ლაშა მარგიშვილი.

 

კონფერენციაზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს წარმოადგენდა ამირან მესხიშვილი-ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.