დისკუსია „ძალადობა - ჩვენი დროის მთავარი გამოწვევა“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დისკუსია „ძალადობა - ჩვენი დროის მთავარი გამოწვევა“


2023 წლის 15 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია „ძალადობა - ჩვენი დროის მთავარი გამოწვევა“, რომელშიც მონაწილეობდნენ გრუნის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

 

პანელური დისკუსიის მთავარმა სპიკერებმა: ხათუნა კალაძემ - მედიცინის დოქტორმა, ამირან მოსულიშვილმა - სამართლის დოქტორმა, თამარ დორეულმა - ფსიქოლოგიის დოქტორმა, კონკრეტული საქმეების განხილვითა და პრაქტიკული ელემენტების ჩართვით, ისაუბრეს ძალადობის, როგორც ადამიანის უფლებების შემლახავი ქმედებისა და მისი კომპონენტების, ძალადობის სახეებისა და ნიშნების შესახებ, განმარტეს ძალადობის გამოვლენის ფორმები, განმაპირობებელი ფაქტორები, პრევენციული ღონისძიებები და ის სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც სხვადასხვა სახის ძალადობასთან მიმართებით გამოიყენება. აღინიშნა იმ ხარვეზებისა და გადაცდომების შესახებაც, რომლებიც ჯერ კიდევ იჩენს თავს ამ სფეროში.

 

გრუნის დოქტორანტმა, მოქმედმა ადვოკატმა და წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის იურისტმა - ნინომ ენდელაძემ, საინტერესო ფაქტები მოიყვანა პრაქტიკიდან და სამართლებრივად შეაფასა თითოეული საქმე.

 

დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ სტუდენტები, რომლებმაც პროფესორებისაგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით.

 

განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ სამივე მიმართულებისა და ყველა საფეხურის სტუდენტები.

 

შეხვედრის დასასრულს პროფესორმა ხათუნა კალაძემ მონაწილეებს მისი ავტორობით გამოცემული მოკლე კლინიკური სახელმძღვანელო - „ოჯახური და სექსუალური ძალადობა“, გადასცა.