დამსაქმებლები გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დამსაქმებლები გრუნიში


2023 წლის 16 ივნისს, ბიზნესისა და მართვის სკოლაში გაიმართა კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა კომიტეტის გაფართოებული სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები საცალო ვაჭრობის, წარმოების, ფინანსებისა და ტურიზმის სფეროებიდან.

 

სხდომის მიზანს წარმოადგენდა მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ფორმირებისა და შემდგომი განვითარებისთვის დამსაქმებლებისგან რჩევების მიღება, მოსაზრებების გაზიარება და გაცვლა.

 

ამასთან ერთად, სხდომაზე განიხილეს სტუდენტთა დასაქმებისა და სტაჟირების საკითხებიც, რათა სწავლის პერიოდშივე ახალგაზრდებმა შეიძინონ ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც უდავოდ წაადგებათ პროფესიულ საქმიანობაში, აღიჭურვონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით.

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა კვლავაც გააგრძელებს ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას.