საჯარო ლექცია შრომის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია შრომის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო


2023 წლის 5 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა საჯარო ლექცია „შრომის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები და საკანონმდებლო სიახლეები“.

 

უნივერსიტეტმა ამ საკითხების შესახებ სასაუბროდ მოიწვია სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის მოადგილე - მაია მიქაია და სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების აკრძალვისა და გენდერული თანასწორების საკითხებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი - ომარ მარგველაშვილი.

 

მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს შრომის ინსპექციის მანდატის არსი, შრომის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, სამუშაო ადგილებზე თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა, გენდერული თანასწორობისა და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ არსებული სიახლეები, ისაუბრეს ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებაც.

 

საჯარო ლექცია ინტერაქტიური ფორმატით მიმდინარეობდა.