გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის გამოაცხადა კონკურსი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის შედეგად შეირჩა მედიცინის ინგლისურენოვანი საგანამანათლებლო პროგრამის ორი სტუდენტი: ზუკა კირკიტაძე და აისელ აჯალიევა. სტუდენტები გრუნის დაფინანსებით უკვე გაემგზავრნენ ბრნოში.
მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან მასარიკის უნივერსიტეტში (ქალაქი ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა).
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაგროვილი კრედიტები აღიარებული იქნება მშობლიური უნივერსიტეტის მიერ.
სწავლის საფასურს მასპინძელი მხარე დაფარავს.
წარმატებულ გაზაფხულის სემესტრს ვუსურვებთ ზუკასა და აისელს.