გრუნის დოქტორანტების სტატიები - საერთაშორისო ჟურნალში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის დოქტორანტების სტატიები - საერთაშორისო ჟურნალში

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „Media4u Magazine - ISSN 1214-9187“ (დაცულია ERIH PLUS - სა და EBSCO Publishing - ის ბაზებში) გამოქვეყნდა გრუნის დოქტორანტების - სოფიო ლაზიშვილისა და ბექა ქებულაძის სამეცნიერო სტატიები.

 

ავტორთა ნაშრომები ეხება ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: ხარისხიანი განათლების როლი საქართველოს ტურიზმისა და მომსახურების სფეროს განვითარებაში, მომსახურების სფეროს გაუმჯობესება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.

 

სოფიო ლაზიშვილის ნაშრომში მნიშვნელოვანი ყურადღება აქვს დათმობილი ტურისტული სერვისების განვითარებას აჭარის რეგიონში. ბექა ქებულაძის ნაშრომში კი მკითხველი გაეცნობა ევთანაზიის სამართლებრივი რეგულირების საკითხებს და ამ პრობლემის გადაწყვეტის ავტორისეულ ხედვას, უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ევთანაზიასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების საჯარო განხილვის მნიშვნელობას და სხვა.

 

ორივე ნაშრომში მოცემულია საინტერესო სტატისტიკა და საუბარია პრობლემის გადაწყვეტის კონკრეტული გზების შესახებ.

 

უნივერსიტეტი ახალგაზრდა მკვლევრებს უსურვებს წარმატებას!

 

დამატებითი ინფორმაციის სახით იხილეთ ბმული.

 

სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრი.