აშშ-ის კრიმინოლოგიური საზოგადოების ჟურნალ „კრიმინოლოგის“ 2023 წლის იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ინფორმაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმატებული საქმიანობის შესახებ.
წერილში აღნიშნულია, რომ ქართველმა მეცნიერ-კრიმინოლოგებმა 2021-2022 წლებში განახორციელეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი: “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ”, პროექტის ხელმძღვანელია, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. პროექტზე დაფუძნებით შეიქმნა ამ მიმართულების შემდგომი განვითარების მეცნიერული კონცეფცია.
წერილში აღნიშნულია, ასევე, რომ საქართველოს კრიმინოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიამ განაცხადი შეიტანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სოციალურ და ეკონომიკურ საბჭოში კონსულტანტის სტატუსის მიღების თაობაზე.
წერილში კრიმინოლოგიით დაინტერესებულთათვის მოცემულია ინფორმაცია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://asc41.com/wp-content/uploads/ASC_Criminologist_2023_01.pdf