გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრი წარმატებით განაგრძობს საქმიანობას. სულ ახლახან კიდევ ერთი სამედიაციო პროცესი დასრულდა მორიგებით!
ცენტრი თბილისის მერიის „ჩემი ადვოკატის“ ბენეფიციარებისთვის უსასყიდლოდ ახორციელებს პრობონო სამედიაციო მომსახურების პროექტს, რომელსაც ხელმძღვანელობს „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ თბილისის მერიის „ჩემი ადვოკატის“ სამსახურთან ერთად.
ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ პროექტის ფარგლებში კიდევ არაერთი სამედიაციო მორიგება დასრულდება წარმატებით, რაც მედიაციით დავის რეგულირების მექანიზმის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
პროექტში ჩართული არიან გრუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრის აპარატის უფროსის, მედიატორ ნინა გერსამიას ხელმძღვანელობით გაიარეს შესაბამისი მომზადება და პროექტის ფარგლებში მიღებული საქმეების წარმოებას ტექნიკურად უზრუნველყოფენ.